ტელეკომპანია "იმედი" 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. დღეისათვის "იმედი" საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერად ჩამოყალიბდა და მაყურებლის ნდობითა და დიდი ინტერესით სარგებლობს . "იმედი", უახლესი თაობის ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიას მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით უზრუნველყოფს.ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.პირველად ქართულ ტელესივრცეში, სწორედ "იმედმა" დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. კომპანია მაყურებელს სთავაზობს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და საზღვარგარეთულ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს. ასევე, სთავაზობს მაყურებელს მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.ითვალისწინებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას, "ტელეიმედი" მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია. კომპანიის მიზანია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.
Trefoil.tv | Kênh | Georgia | Imedi TV
Imedi TV
{Ball}/5
based on {num_rat} Votes
Similar TV channels
ТВ Сафина
Tajikistan - Khu vực đầu tiên
«Телевидение Сафина» является плодом независимости Республики...
PTV Málaga
Tây Ban Nha - Địa phương TV
Con una experiencia en el sector desde 1987, PTV Málaga es el...